Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მერვე დღე

   მერვე სამუშაო დღე კვლავ შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. რამოდენიმე წუთი მოვანდომეთ ჩვენი პროექტის გეგმების გადახედვას და შესწორებას. ქალბატონი ქეთინოს დახმარებით სისრულეში მოვიყვანეთ გეგმის ყველაკომპონენტი და გავამზადეთ ბლოგზე ასატვითვად საქაღალდეში.
    გავეცანით და განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები, შევქმენით რამოდენიმე მარტივი ფასილიტაციის PowerPoint  პრეზენტაციის სახით ნიმუში მოსწავლეებისათვის და მოვათავსეთ საქაღალდეში. მნიშვნელოვანია, ჩენს მიერ შექმნილი ფასილიტაციები იყოს თვითოეულ მოსწავლეზე მორგებული და ვალიდური.
      კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, წავშალეთ ზედმეტი, არასასურველი ინფორმაცია  და ავტვირთეთ ბლოგზე, რასაც რასაკვირველია წინ უსწრებდა საქაღალდის ბლოგზე ატვირთვის შესწავლა.

No comments:

Post a Comment