Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მერვე დღე

   მერვე სამუშაო დღე კვლავ შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. რამოდენიმე წუთი მოვანდომეთ ჩვენი პროექტის გეგმების გადახედვას და შესწორებას. ქალბატონი ქეთინოს დახმარებით სისრულეში მოვიყვანეთ გეგმის ყველაკომპონენტი და გავამზადეთ ბლოგზე ასატვითვად საქაღალდეში.
    გავეცანით და განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები, შევქმენით რამოდენიმე მარტივი ფასილიტაციის PowerPoint  პრეზენტაციის სახით ნიმუში მოსწავლეებისათვის და მოვათავსეთ საქაღალდეში. მნიშვნელოვანია, ჩენს მიერ შექმნილი ფასილიტაციები იყოს თვითოეულ მოსწავლეზე მორგებული და ვალიდური.
      კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, წავშალეთ ზედმეტი, არასასურველი ინფორმაცია  და ავტვირთეთ ბლოგზე, რასაც რასაკვირველია წინ უსწრებდა საქაღალდის ბლოგზე ატვირთვის შესწავლა.

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის დღევანდელი დღეც წინა მასალის გამეორებით დაიწყო. კიდევ ერთხელ გადავხედეთ რესურსებში არსებულ კოლეგების მიერ შექმნილ  შეფასების რუბრიკებს, რამოდენიმე მათგანი დავამატეთ კიდეც ჩვენს საქაღალდეში. გამეორების შემდეგ გადავედით მეექვსე მოდულის განხილვაზე.  ტრენერმა წარმოგვიდგინა ნინო ლაპარტყავას მიერ შექმნილი პრეზენტაცია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. რომეშიც ნათლად იყო განხილული გარდენრის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. კონკრეტული პრეზენტაცია წინ უძღვოდა  გეგმაში არსებული  გრაფის შევსებას სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის. მეტი თვალსაჩინოებისათვის  და საკითხის უკეთ გაცნობისათვის შევქმენით დავალება სუსტი მოსწავლეებისათვის. პრეზენტაციის ნახვის შემდეგ გამიჩნდა იდეა,  ჩავატარო მოსწავლეების კვლევა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

Friday, September 5, 2014

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე შესწავლილი მასალის  გამეორებით დაიწყო, რის შემდეგაც გადავედით უშუალოდ დღევანდელი დღის  ძირითად საკითხებზე. გავეცანით პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, კიდევ ერთხელ განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები
















Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ხელს უწყობს მასალის გამტკიცებას.
მესამე დღის ძირითადი  თემა პროექტის გეგმაზე მუშაობას მოიცავდა, რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.  განვიხილეთ თუ როგორ უნდა ხდებოდს პროექტის სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების კითხვების განსაზღვრა. გავაანალიზეთ თუ რამდენად ურთიერთკავშირში უნდა იყოს მიზანი სტანდარტთან. შევისწავლეთ სასწავლო ამოცანების შემუშავება და  საკვანძო საკითხების გამოვლენა.