Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ხელს უწყობს მასალის გამტკიცებას.
მესამე დღის ძირითადი  თემა პროექტის გეგმაზე მუშაობას მოიცავდა, რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.  განვიხილეთ თუ როგორ უნდა ხდებოდს პროექტის სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების კითხვების განსაზღვრა. გავაანალიზეთ თუ რამდენად ურთიერთკავშირში უნდა იყოს მიზანი სტანდარტთან. შევისწავლეთ სასწავლო ამოცანების შემუშავება და  საკვანძო საკითხების გამოვლენა.



Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღე ჩემთვის ძალიან საინტერესოდ დაიწო. მოვისმინეთ კოლეგების მიერ დაგეგმილი პროექტების მოკლე მიმოხილვა,  რმლებმაც რამოდენიმე კარგი იდეა მომაწოდა სამომავლოდ.
 პირველი დღის მასალის გამეორებამ  კიდევ უფო განამტკიცა  შესწავლილი საკითხები, რამოდენიმე საკითხი მივიწყებულიც კი მქონდა. ტრენერისა და კოლების ურთიერთ დახმარებით  შევძელი მათი  საფუძვლიანად შესწავლა.
სანამ უშუალოდ ბულკეტის შექმნის პროცესზე გადავიდოდით, რომელიც ესოდენ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის,  დაწვრილებით გავიმეორეთ Word- ის ინსტრუმენტები, გავეცანი ჩემთვის რამოდენიმე უცნობ და საინტერესო ბრძანებას. რაც შეეხება ბუკლეტს მივხვდი თუ რამდენად საინტერესო და გამოსაყენებელი იქნება ის, ჩემი შემდგომი მუშაობისათვის პროექტებზე და დამეხმარება პროექტიებით სწავლების მნიშვნელობის ხაზგასასმელად სასწავლო პროცესში. ბუკლეტის შექმნის პროცესში აღსანიშნავი იყო ტრენერის გულმოდგინე დახმარება და სურვილი იმასა, რომ  კურსის დამთავრების   შემდეგ მონაწილეებს არ დარჩეს ბუნდოვანი საკითხი, ამაღლებდა მასალის გულმოდგინედ დაუფლების მოტივაციას.
შევისწავლეთ ჩვენი საქაღალდის დაარქივება და საუთარ პფოსტაზე გადაგზავნა , რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი ნამუშევრების დაცვისათვის.
დღე პოზიტიურად დამთავრდა :)

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე დაიწო გაცნობით. ჯგუფის წევრ კოლეგებს წარუდგინეთ ჩვენი თავი, გავუზიარეთ ერთმანეთს რომელ კლასებს და რომელ საგნებს ვასწავლით. გავეცანით  ჯგუფის წევრების კურსში მონაწილეობის მიზნებს.
გავეცანით ინტელის კურსის ძირითად მიზნებს თუ როგორ შევძლებთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. 
შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, სადაც შევინახეთ რამოდენიმე გამოსაყენებელი დოკუმენტი. მომეწონა შეფასების რუბრიკა, რომელსაც  კარგად მოვარგებ საკუთარ პროექტს.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
შევქმენთ ბლოგი გავარჩიეთ რამოდენიმე  ბრძანება. 
გავეცანით ქართველი და უცხოელი კოლეგების მიერ შექმნილ რესურსებს და პროექტებს. მომეწონა მათ მიერ განხორციელებული პროექტების გეგმები.
ტრენერის კვალიფიციური დახმარეაბა საინტერესოს ხდიდა ტრენინგს.