Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე დაიწო გაცნობით. ჯგუფის წევრ კოლეგებს წარუდგინეთ ჩვენი თავი, გავუზიარეთ ერთმანეთს რომელ კლასებს და რომელ საგნებს ვასწავლით. გავეცანით  ჯგუფის წევრების კურსში მონაწილეობის მიზნებს.
გავეცანით ინტელის კურსის ძირითად მიზნებს თუ როგორ შევძლებთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. 
შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, სადაც შევინახეთ რამოდენიმე გამოსაყენებელი დოკუმენტი. მომეწონა შეფასების რუბრიკა, რომელსაც  კარგად მოვარგებ საკუთარ პროექტს.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
შევქმენთ ბლოგი გავარჩიეთ რამოდენიმე  ბრძანება. 
გავეცანით ქართველი და უცხოელი კოლეგების მიერ შექმნილ რესურსებს და პროექტებს. მომეწონა მათ მიერ განხორციელებული პროექტების გეგმები.
ტრენერის კვალიფიციური დახმარეაბა საინტერესოს ხდიდა ტრენინგს.

No comments:

Post a Comment